„სწორედ ახლა, ამ უახლოეს კვირებში უნდა ვაჩვენოთ ევროკავშირს, რომ საქართველო მზად არის გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად ევროპასთან დასაახლოებლად და ძირეული რეფორმების განსახორციელებლად“, – განაცხადეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.
გიორგი ვაშაძის თქმით შეხვედრაზე ორი მნიშვნელოვანი თემა განიხილებოდა, 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რეფორმების განხორციელება და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და ეკონომიკური მიმართულებით დახმარების გაზრდა.