„კაცი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, თავდაცვის მინისტრი, ორჯერ პრემიერი და ის თუ არ იცის, რომ მხუთავი გაზი არის მკვლელი და საერთაშორისო კონვენციით აკრძალული და ამის გამოყენებას მართლა ფიქრობდა ადამიანების წინააღმდეგ, ჰააგის ტრიბუნალზეა მისი ადგილი!“
ჭიჭინაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ერთადერთი, რაც ისწავლა და კარგად გამოსდის, საკუთარ მოსახლეობასთან დიდი კედლების აგება და პოლიციური სანქციებია.