1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველაზე მეტი შემოწირულება “ალტ-ინფომ”, ყველაზე დიდი ოდენობის თანხა კი “ქართულმა ოცნებამ” მიიღო – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”
ორგანიზაციის ცნობით, საანგარიშო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ 370,000 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, დონორთა უმრავლესობა მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ მსხვილ ბიზნესჯგუფებს წარმოადგენს.
