LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატიმრობა

სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

ადვოკატების მტკიცებით, საქმეში არ არსებობს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რითაც პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულთა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ირკვევა.

რესტორან „ბაბილოსთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირებიდან ყველას, ვის საქმესაც სასამართლო დღეს განიხილავდა, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

რესტორანში დაკავებულებს: ზურაბ მანჩხაშვილს - 13- დღიანი, დენის ბულკაშვილს - 14-დღიანი, ბექა პაპაშვილს -15-დღიანი, ტიტე გედენიძეს, კახა ჯაფარიძეს, გიორგი ჩაჩანიძეს და გიორგი რობაქიძეს 10-10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს და 4 სტუდენტს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

მამუკა ჯორბენაძე და ოთხი სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს. მათ პროკურატურა ჯგუფურ ძალადობას ედავება.

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან

უჩა აბაშიძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, პროცესზე მან მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობა მნიშვნელოვანი დარღვევების გამო მოითხოვა.