ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი „Movement“-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირი რეაგირების რამდენიმე ვარიანტზე იმსჯელებს.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან და სერიოზული საფრთხეა გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლებისთვის.
მისი თქმით, ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე.