„ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს“ – პაველ ჰერჩინსკიმ თელავში, ღონისძიების „ევროპის დღე 2026“ დამსწრეებს ქართულად მიმართა
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება, „მართალია ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის“.
