ადვოკატების განცხადებით, პენიტენციური სამსახურის განცხადება, დიდი ალბათობით მიზნად პატიმრის დისკრედიტაციას ისახავს და საქმის არასწორი მიმართულებით წარმართვას.
„აქვე დავაზუსტებთ, რომ პენიტენციური კოდექსის 119-ე და 122-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულს 1 წლის განმავლობაში აქვს 3 ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომლით სარგებლობაზეც უარს თავად აცხადებს (აღნიშნული დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით)“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.