პენსიონერები და სოციალურად დაუცველები, ელექტროენერგიის საფასურის გადახდისას, საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ
სემეკის მიერ შემუშავებული ახალი წესის მიხედვით, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო ყოველი თვის 22 რიცხვამდე გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები.
