საზოგადოება ვიდეო: „გოგონამ უთხრა, პატარა ხარო, პეტრემ კი უპასუხა: შენ იცი მე რა ცხოვრება მაქვს? შენ რომ მშვიდად ცხოვრობ, მე წამლის მოსაპოვებლად აქციებზე დგომა მიწევსო“ – რა რეაქცია ჰქონდა 9 წლის პეტრეს, როდესაც მისმა დედამ ერთ-ერთი ისტორია გაიხსენა 26 ივლისი, 2024 აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე მოზარდების დედების უწყვეტი აქციების შემდეგ, საქართველოში სამკურნალო მედიკამენტი შემოვიდა და 2023 წლის 15 ნოემბერს მოზარდებმა წამლის პირველი დოზა მიიღეს.