საშინელი პრეცედენტია, ნებისმიერ ჩვენგანს, ინტერნეტში ვიღაცამ რაღაც რომ გამოუგზავნოს, შეიძლება ამის გამო ციხეში წლების გატარება მოუწიოს, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სასამართლოში ფარული ვიდეოჩანაწერის საქმეზე დაკავებულების პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ჯაფარიძის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვებული ორივე პირი "გირჩის" წევრია, ორის მიმართ კი გირაო გამოიყენეს, რითიც სასამართლომ ცუდ პრეცედენტს დაუდო საფუძველი.