დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ შს სამინისტროს შენობა დატოვა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ დეპუტატს კომენტარი აღარ გაუკეთებია. ის საგამოძიებო ორგნოში სამ საათზე მეტხანს იმყოფებოდა, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რა კითხვებს გასცა დეპუტატმა პასუხი.
ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შს სამინისტროში დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მეუღლე მივიდა. ის გამომძიებლებს საქმესთან დაკავშირებით მის ხელთ არსებულ ინფორმაციას აწვდის.
თითქმის სამი საათია ამავე საქმეზე მიმდინარეობს თავად ჭიჭინაძის გამოკითხვაც, რომელმაც უწყების შენობაში შესვლამდე განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერი მას ოჯახის წევრმა აჩვენა.