„რამდენიმე ავიაკომპანიიდან, სტაბილური ფრენების გამოჩენის შემდეგ, ჩვენ ოპერატიულად განვიხილავთ ფოსტის (საქართველოში) პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოქალაქეებმა, სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებმა და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წევრებმა რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა გააპროტესტეს.
„ჩვენი ამოცანაა, არ შევიდეთ რუსეთთან ისეთ კონფრონტაციაში, რომელიც დააზიანებს და მძიმე დარტყმის ქვეშ დააყენებს საქართველოს“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დღის თემა“.