„დაზიანებული აქვს სხეულის ათი პროცენტი, რასაც ემატება დამწვრობითი შოკი და სასუნთქი გზების დაზიანება. ამ წუთს მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი ძალიან საყურადღებოა“.
„დამწვრობის ცენტრში გადაყვანა იყო საჭირო, რადგან აქვს მრავლობითი დამწვრობა გულის, ყელის მიდამოში, ზემო სასუნთქი გზების დაზიანებით და საჭიროებს შესაბამის მკურნალობას“
„2023 წელს მხოლოდ იანვრის თვეში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, 87 პირი დაშავდა, მათ შორის 19 არასრულწლოვანი, აგრეთვე დაფიქსირდა კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებიც“.