„2022 წელს კოვიდპანდემიის პირობებში საქართველოს 15 წლის მოსწავლეებმა და განათლების სისტემამ მეტი მედეგობა და სტაბილურობა აჩვენა - 2018 წლის შედეგებთან შედარებით 2022 წელს შედეგები არ გაუარესებულა“.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA-ს) უახლესი კვლევის შედეგების მიხედვით მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, 15 წლის ქართველ მოსწავლეებს საშუალოზე დაბალი შედეგი აქვს.