აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხა განსაზღვრულია, განიხილება შეზღუდვების სხვადასხვა ალტერნატივა – უბედური შემთხვევების უმეტესი წილი პიტბულებიდან მომდინარეობს: კახაბერ იოსელიანი
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტი, კახაბერ იოსელიანი „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლების შესახებ და მათთან დაკავშირებით, შესაძლო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
