ქობულეთში ახალგაზრდებს შორის ჩხუბის დროს სამართალდამცავები დაშავდნენ. როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდების გაშველებისას ქობულეთის პოლიციის ორ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
პირველადი ინფორმაციით, სამართალდამცავების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა გუშინ მოხდა.