„ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მივაღწიოთ, რომ ოჯახური ძალადობა ჩაჰბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა და ეს იქნება თქვენი დამსახურება“, – განაცხადა პრეზიდენტმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
მისი თქმით, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩაუცვამს პოლიციელის ფორმა, კარგად იცის, რას ნიშნავს პოლიციელის პროფესია და რა სირთულეებთანაა დაკავშირებული დანაშაულთან ბრძოლა, ასევე, იცის, რა საამაყოა, ემსახურო მოქალაქეებს.