„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: დიდმა ბრიტანეთმა ორ წამყვან ქართულ მაუწყებელს სანქციები დაუწესა, რაც თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, ტრაგიკულია, ხოლო, მეორე მხრივ, კომიკურიც, გამომდინარე ოფიციალური მიზეზიდან, რომელიც სანქციის დაწესების საბაბად იქნა გამოყენებული
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებით, ქართულ მედიებზე - „იმედსა“ და „პოსტივიზე“ თავდასხმის რეალური მიზეზი ოპოზიციისთვის მცირე შანსის მიცემაა.
