პრემიერის განცხადებით, "Trace International-ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის წლევანდელი კვლევის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის 13 სახელმწიფოს უსწრებს, რეგიონში კი უდავო ლიდერია".
პრემიერებმა აღნიშნეს, რომ ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრების ვიზიტის მიზანია, კიდევ ერთხელ დაადასტურონ მზადყოფნა სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.
როგორც მთავრობის ასმინისტრაციაში აცხადებენ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის ამბიციურ გეგმაზე, რომელიც 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გულისხმობს.