"სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევაა. ყველა მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება, მე როგორც პრემიერ-მინისტრი, უზრუნველვყოფ, რომ ყველას ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება" - აცხადებს პრემიერი.
"თუ ოპოზიციას სურს რეალური დებატების გამართვა, ამისთვის ადგილი არის პარლამენტი და ჩვენ, მთელი მინისტრთა კაბინეტი, მზად ვართ, კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც", - განაცხადა პრემიერმა.