„მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ თქვენ - ხვალინდელი საქართველოს უმთავრეს შემოქმედებს განათლების, თვითრეალიზებისა და ღირსეული ცხოვრების ყველა პირობა შეგიქმნათ“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
„სამშობლოსათვის გმირული თავდადებით არჩილმა მომავალ თაობებს ქართველი კაცის ღირსების, შეუპოვრობისა და პატრიოტიზმის მაგალითი დაუტოვა“ - აცხადებს პრემიერი.
"ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს არათუ მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როცა ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროპაში რთული ვითარებაა".