როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ველისციხეში შეიქმნება ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ადგილი და აღნიშნულ პროექტზე 30 მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება.
"ჩვენ უნდა ვიფიქროთ განვითარებაზე, განვითარებაზე და მხოლოდ განვითარებაზე ჩვენ უნდა შევიტანოთ განვითარება ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა მუნიციპალიტეტში" - თქვა პრემიერმა.
"ჩვენ, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა გავაკეთოთ მაქსიმალური მობილიზება იმისთვის, რომ ჩვენმა გუნდმა ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვოს" - ამბობს პრემიერ-მინისტრი.