"მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, პროვოკაციისა და პირდაპირი მოწოდებებისა, ჩვენმა გუნდმა თავიდან აიცილა ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ხალხს და ქვეყანას დამართოდა, ეს არის ომი" - აცხადებს პრემიერი.
"ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია. მოგეხსენებათ, ბატონმა ბიძინამ ვრცლად განმარტა მისი მოტივაციის შესახებ, რატომ დატოვა პოლიტიკა შარშან. შესაბამისად, ეს არის უბრალოდ სპეკულაციები. არავითარი საფუძველი არ არსებობს" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
"საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია" - აღნიშნა პრემიერმა.