LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ-მინისტრი

პრემიერი: საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით

"სიღრმისეული საუბარი მქონდა სენატორების დელეგაციასთან - განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა" - წერს პრემიერ-მინისტრი.

ღარიბაშვილი: ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ გაუხსნეს კარი ევროპაში

"ეს ნამდვილად არის დამსახურებული მონაპოვარი და ვულოცავ ქართველ ხალხს" - განაცხადა პრემიერმა.

გვარამია: ღარიბაშვილის გუშინდელი სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური გამოსვლა უნდა იყოს მისი უკანასკნელი ტექსტი ქართული სახელმწიფოს სახელით წარმოთქმული!

"ხვალინდელ აქციაზე, ბევრჯერ უნდა ვთქვათ, რომ თუ რამე არ მუშაობს, ეს "ქართული ოცნება" და ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული დიქტატურაა!" - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

“მოუთმენლად ველი თქვენს ხილვას” – ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მადრიდის სამიტზე მიიწვია

"მადრიდის სამიტზე მოკავშირეებს შორის შეთანხმდება ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის საკვანძო პრინციპებისა და ამოცანების განსაზღვრას მოახდენს უფრო საშიში და არაპროგნოზირებადი სამყაროსადმი ალიანსის შესამზადებლად" - აღნიშნულია მოწვევის განცხადებაში.