სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან ინაუგურაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გარკვეული დეტალები კიდევ არის დასაზუსტებელი. ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, რომელი უცხოელი სტუმარი ჩამოვა ინაუგურაციაზე და განმარტა, რომ სტუმართა სია საგარეო უწყების პროტოკოლს აქვს.