LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა

„ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებთ, ბორკილებს დაგადებთო“ – რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ

„თუ წინა განცხადებაში იყო „სახელმწიფოს გადატრიალების დაფინანსება“ და ასე შემდეგ, დღეს ეს ყველაფერი მოხსნილია. იქ არის ის, რომ პირდაპირ წერია ქველმოქმედების გამო წაგვიყენეს ბრალი“ - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

თბილისში, საცხოვრებელ სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

უწყების განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით, განჩინებები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა.

შალვა პაპუაშვილი: „ჩხრეკები მიმდინარეობს კანონიერი პროცედურების შესაბამისად… დეკემბერში პარლამენტის შტურმის მცდელობა იყო და ვნახეთ, რომ როდესაც ოფისებიდან ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს, ძალადობა იმ მომენტიდან შეწყდა“

„ჩვეულებრივი პროცედურაა, რომელიც მნიშვნელოვანია პროკურატურამ ჩაატაროს, იმიტომ რომ ქართველი ხალხის მოლოდინია, რომ ის გამოძიებები, რომელიც მიმდინარეობს, ამ გამოძიებებს ექნება სრული სურათი და პასუხი ჩვენი საზოგადოებისთვის“ - თქვა პაპუაშვილმა.

„ეს უკავშირდება მოძრაობა „სირცხვილიას“, რომელიც გაუქმებულია და ამ ყველაფრის ცალკე, კომიკური ნაწილია. ვითხოვ, ჩხრეკაზე მე და ადვოკატი დაგვასწრონ, არ გვიშვებენ“- მარიამ გეგუჩაძის თქმით, მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

„სახლში, სავარაუდოდ ბიძაჩემია, მაგრამ ტელეფონზე რომ ვურეკავ, გამორთული აქვს. სახლში შესულები არიან იმიტომ, რომ არის ჩემს სახელზე და შესაბამისად, ეს მოქმედებები ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს, ვითხოვ შევიდე და ვნახო რა ხდება“

„დილით, დაახლოებით 9-ის წუთებზე კარებზე ბრახუნით მოვიდნენ. ბავშვთან ერთად ვიყავი“- სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა, პროკურატურის წარმომადგენლებმა სახლი დატოვეს

„მითხრეს, რომ პროკურატურიდან იყვნენ და ჩხრეკის უფლება ჰქონდათ. შემოვიდნენ და ჩამომართვეს მობილური ტელეფონი, მითხრეს, რომ გადაღების უფლება არ მქონდა“. -