LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა

ცემა, ძარცვა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა – ყვარელში მომხდარზე 2 პირს ბრალდება წარედგინა

ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ე.ჯ.-მ და არასრულწლოვანმა მ.რ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს 68 წლის დაზარალებულს, რა დროსაც გასტაცეს თანხა.

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა

ბრალდებულებმა 2014 წლის 16 სექტემბერს ხანუმ ჯეირანოვა ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„გაგი ხვედელიძე, რომელსაც სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, გამართლდა“ – რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 92 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით, მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.

პროკურატურამ ნახევარი მილიონი ევროს უკანონო ლეგალიზების ბრალდებით 2 პირს ბრალი წაუყენა

გამოძიებით დადგენილია, რომ ავსტრიის მოქალაქემ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, სამედიცინო ნიღბების შეძენის მსურველი ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები და გერმანიაში მცხოვრები მოქალაქეები საჭირო საქონლის მიწოდებაში დაარწმუნა.