სოფლის მცხოვრებთა ნაწილი მოითხოვს, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ მადნის მოპოვება შეწყვიტოს, ან დაზარალებულებს განსახლებისთვის ადეკვატური კომპენსაცია გადაუხადოს.
პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობით მათი სახლები დაიბზრა, კომპანია კი, კომპენსაციის გადახდას არ აპირებს. მოქალაქეებმა დახმარებისთვის სახალხო დამცველსაც მიმართეს.