გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, კონფლიქტის ნიადაგზე, თავის ნაცნობს მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 12 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1981 წელს დაბადებულ ს.ი.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ქალმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც მისი უფლებადამცველი აცხადებს, ქალზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას ოჯახის წევრები, ბავშვების თანდასწრებით, წლების განმავლობაში მისი მეუღლე და მაზლი ახდენდნენ.