სისხლის სამართლის კანონმდებლობას ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.
„ინიციატივა აშშ-ში მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვანი თარგმანია და ის სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში დასაკონკრეტებელი იქნება.“
ორგანიზაციის მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში ინიციირებული ცვლილებები არსებითად კვეცს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს.