LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » „ქართული ოცნება"

„ქართული ოცნება"

„ქართული ოცნება“ – „გრძელვადიანი ხედვის რეიტინგით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულშია“

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო და გრძელვადიანი ხედვით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 16-ე პოზიციაზე მოხვდა.

მამუკა მდინარაძე: „ტრამპის ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს, ჩვენ გვაწყობს ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და „დიფ სტეიტის“ დამარცხება“

„ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება დამოკიდებული იქნება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, თუ რამდენად შეძლებს ბატონი დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.

ლევან მახაშვილი: „სანამ ეუთოს დასკვნა გვექნება, როგორც ჩანს, ოპოზიციის მთელი რესურსი მიმართულია იმისკენ, რომ გაკეთდეს არაერთი ნეგატიური განცხადება, რომ მათ შორის, ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზეც მოახდინონ გარკვეული ტიპის ზეწოლა“

„თუ დავაკვირდებით, ოპოზიციის სტრატეგიაა, მაქსიმალურად მოხდეს ხელისუფლებაზე ზეწოლა და მაქსიმალურად არ მოხდეს არჩევნების შესაბამისი შეფასება“ - თქვა მახაშვილმა.

„ქართული ოცნება“ – „ბიძინა ივანიშვილმა ემანუელ მაკრონს განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა“

„პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება“ - წერია პარტიის განცხადებაში.