პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს უბრალოდ შესაბამისი ძალაუფლება არ აქვს იმისთვის, რომ მისი იდეები განახორციელოს და ამისი შესაძლებლობა არც უნდა მიეცეს.
"ეს იქნება აქცია საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში, როცა კომუნისტურ პარტიას სახელმწიფო საწარმოებში, სტრუქტურებში დასაქმებული ხალხი გამოჰყავდა და წითელ დროშებს აფრიალებდნენ", - ამბობს ჩიხლაძე.
დღევანდელი აქციის შესახებ მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიება, ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეკრება იქნება.
საგანგებო მზადებაა, რუსთაველი გადაკეტილია, მარჯანიშვილზეც კი, რეგიონებიდან ჩამოსასვლელი ავტობუსებისთვის ადგილებია შემოღობილი და დაკავებული... ამ დროს ჩვენს ქუჩაზე პატარა ავარია მოხდა და უკვე მესამე საათია, ორივე მძღოლი პატრულს ელოდება, - წერს ჟურნალისტი.