ჩვენი პარტიის ყველა წევრს, მხარდამჭერს, მოქალაქეებს მოვუწოდებთ მაქსიმალური ყურადღებისა და მობილიზაციისკენ, რათა 2 ოქტომბრის გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე,“- განაცხადა კობახიძემ.
ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ თბილისში, თავისუფლების მოედანზე იმართება, რომლის ინიციატორი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციაა და ის საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.
აქციაზე „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის ლიდერები: კახა კალაძე, გია ვოლსკი, ასევე მინისტრები, დეპუტატები და წევრები იმყოფებიან.