„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გუშინ გაავრცელა ვრცელი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რომ „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის, თუმცა „ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს“
ამავე განცხადების თანახმად, პოლიტიკოსებზე რამდენიმე ქვეყნის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ.
„ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება - დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ.“