პოლონური მედიის ცნობით, დაკავებულებმა ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს საწვავის შევსება სთხოვეს, რა დროსაც ერთმა მასთან საუბარი გააბა, მეორემ კი სადგურის ადმინისტრაციული ოთახი გაქურდა.
"სამართალდამცველებმა ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ ეს ორი მამაკაცი გასულ კვირასაც დააკავეს ქურდობის შემდეგ და მათ გაფრთხილება მისცეს, თუმცა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ", - წერს გამოცემა.