„მე ვიწინასწარმეტყველე მოვლენების ეს განვითარება [უკრაინის მხარეზე მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების სისხლის სამართლებრივი დევნა] მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩვენი [ქართული ლეგიონის მებრძოლების] ძებნილთა სიაში შეყვანა დაიწყო.“
"128-ე ბრიგადაში ქართველების დიდი ნაკადია და წარმატებით იბრძვიან. ხერსონში არიან. 57-ე არმიაში ასევე არიან ქართველები და აქაც წარმატებით მიიწევენ წინ. ქართველები თავისას აკეთებენ. მე ვამთავრებ ომს ნოემბრის ბოლოს, უკრაინის წარმატებით", - საუბრობს ვანო ნადირაძე.
"დამიქვეითდა მახსოვრობა, ტყე-ღრეში და სიცივეში ძილისა თუ ცხოვრებისგან დამიზიანდა თირკმელები, ანგინა კი ქრონიკულში გადამივიდა. არასწორი კვების რეჟიმისა და არეული საკვების რაციონის გამო დამიზიანდა კუჭი და ისედაც სუსტი კბილები. მიჭირს ისე სხარტად და დალაგებულად საუბარი, როგორც ომამდე შემეძლო" - უკრაინაში მებრძოლი ქართველი