ელისაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქმა, რომ „უკრაინა დაიჩაგრა“. როგორც ელისაშვილი განმარტავს, პრემიერის ეს განცხადება სამარცხვინოა.
ქართველ გმირებს - დავით რატიანსა და გია ბერიაშვილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ხვალ მათ ქაშუეთის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
„მოგიწოდებთ, სათანადო პატივით დავხვდეთ ჩვენს გმირებს, დავდგეთ აეროპორტის გზის პირას საქართველოს და უკრაინის დროშებით და ამით გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა მათ მიმართ“– წერს სოციალურ ქსელში დავით ქაცარავა