ქეთი ქურდოვანიძე: „ჩვენ ახლა ქაჯეთის ციხის მისადგომებთან ვართ, ყველა ინსტრუმენტით ხელში, ახლა კი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, ვირჩევთ თუ არა ტარიელის გზას. შეცდომის უფლება არ გვაქვს, ნესტანი – ჩვენი სამშობლო განსაცდელშია“
ლიტერატურათმცოდნე ქეთი ქურდოვანიძე მიმდინარე მოვლენებსა და ე.წ გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ შექმნილ ვითარებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება. პროფესორი პარალელებს „ვეფხისტყაოსნის“ ნაწარმოებთან ავლებს და ახალგაზრდებს მიმართავს.
