საჯარო სამსახურის ბიურომ 2018 წლის განმავლობაში პარლამენტის 60 წევრის ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმა. მათგან 59 დეპუტატის დეკლარაცია უარყოფითად შეფასდა. შესაბამისად, მათ ხელფასის 20 პროცენტის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ.
საჯარო სამსახურის ბიურომ წელს 14 მოსამართლის ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმა. მათ შორის უარყოფითად შვიდი დეკლარაცია შეფასდა.
ხელფასის 20 პროცენტის ოდენობით ხუთი მოსამართლე დაჯარიმდა.