რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა 15 ივლისს განაცხადა, რომ სიმონიანისა და სობჩაკის მკვლელობა აღკვეთეს. უწყების განცხადებით, მკვლელობას ნეონაცისტური ჯგუფი „პარაგრაფი-88“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დავალებით გეგმავდა.
ჟურნალისტის გამგზავრებას წყაროზე დაყრდნობით ადასტურებს რუსული სახელმწიფო სააგენტო РИА Новости. როგორც გამოცემა წერს, სობჩაკი მინსკის გავლით ლიეტუვაში გაემგზავრა.