„გთხოვთ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, თითოეული ლარი მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ვაჩუქოთ სიცოცხლე ხატიას“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ოჯახი, ნათესავები, მეგობრები, ნაცნობები ჩართულნი ვართ იმ კოლოსალური თანხის გადახდაში, რაც მკურნალობას სჭირდება და დღემდე მოვედით ამ რესურსებით, თუმცა, ახლა თქვენი, საზოგადოების დახმარებაც გვჭირდება“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.