ვაშინგტონის ფედერალური ოლქის მოსამართლემ, როის ლამბერტმა დროებითი შემაკავებელი ორდერის შესახებ „რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც მაუწყებელს გარკვეული დროის განმავლობაში ეთერში დარჩენაში დაეხმარება.
„საჩივარი ამტკიცებს, რომ კონგრესის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ გამოყოფილი თანხების გაცემის უარყოფა ფედერალურ კანონებს არღვევს, მათ შორის, აშშ-ს კონსტიტუციას.“