როგორც რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გოგაშვილთან, გამომძიებლებთან და ექსპერტებთან ერთად, კონკრეტული საპროცესო მოქმედებები ჩატარდა.
საუბარია დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც სოსო გოგაშვილმა „სიმართლის მოყოლა“ დააანონსა და თქვა, რომ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების შესახებ იცის.