რუსული მედიის ცნობით, მედნი კადიროვას აღნიშნული ჯილდო ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებისა და შვილების აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი დამსახურებისთვის მიენიჭა.
გავრცელებულ ვიდეოში კადიროვი კავკასიელებს რუსეთის და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, რუსები უკრაინელებს საკუთარი იარაღით ანადგურებენ.
„ახმათი, ელი და ადამი ფრონტის ხაზს ეწვივნენ, სადაც ამჟამად უკრაინელ ნაციონალისტებთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.“ – ამბობს ჩეჩნეთის ლიდერი და ვიდეოს აქვეყნებს.