საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საბავშვო მუსიკალური პროექტის, „რანინას“ მე-9 სეზონი დაიწყო. ახალი სეზონის პირველ ტურში აუდიტორიის წინაშე პირველი ხუთეული წარდგა.
პროექტი „რანინა“ რომელმაც უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა აჩუქა საქართველოს, სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ამ სეზონის ფინალისტი ლაზარე კაპანაძე სიმღერას „სულიკო“ საოცრად ასრულებს.