ლილე მჭედლიშვილმა „რანინას“ გასულ ეპიზოდში ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად ოთარ დიხამინჯიას „სულის ყვავილო“ იმღერა და კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა ჟიურის წევრები და აუდიტორია.
„შავნაბადასთან“ და ანსამბლის წევრთან, ონისე კახნიაშვილთან ერთად იმღერა პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ - მარიამ მუზაშვილმა. მათ ავთო შარვაძის „იები“ შეასრულეს.