„ის, თუ როგორ გაკეთდეს ეს, თავად ქართულმა საზოგადოებამ, ევროკავშირის მხარდაჭერით უნდა გადაწყვიტოს. ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ როგორც შუამავლებმა და რაც მალე, მით უკეთესი“.
ევროპარლამენტარების დელეგაცია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს დღეს შეხვდა.
„დიახ, სანქცია პირველად იყო ნახსენები ოფიციალურ დოკუმენტში, მაგრამ როდესაც ბიბლიას ვკითხულობთ, იქ წერია, რომ ჯერ იყო სიტყვა — ჩვენ ვიწყებთ იდეით და შემდეგ ვმოქმედებთ.“