LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძე

არ ყოფილა არცერთი დარღვევა გადაყვანის პროცედურაში – მისი თითო კიდური ეკავა თითო თანამშრომელს იმისთვის, რომ ის არ დაზიანებულიყო და ამ ფორმით შეჰყავდათ: რატი ბრეგაძე

"ყველამ ნათლად დაინახა, რომ არავინ მასთან ნემსით არ მიახლოებულა და მისი ნების საწინააღმდეგოდ რაიმე სამედიცინო პროცედურის ჩატარება არ დაუწყია"

რატი ბრეგაძე: მას შემდეგ, რაც შესაბამისი დასკვნა, სამედიცინო პერსონალის თანხმობა გვექნება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავში, მე-12 დაწესებულებაში, სადაც თავიდან იყო შესახლებული

„რაც შეეხება კადრების გასაჯაროებას, როდესაც გადაყვანილი იყო, თავიდან თუ გახსოვთ, მათ შორის, მისი ადვოკატები და ჟურნალისტები საუბრობდნენ, რომ მას იძულებით დაატოვებინეს მე-12 დაწესებულების ტერიტორია. ძალიან მაღალი იყო საზოგადოებრივი ინტერესი, შესაბამისად, გავრცელდა კადრები“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

ბადრი ჯაფარიძე: ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო დამოკიდებულება ვნახეთ, რაზეც იუსტიციის მინისტრი არის პასუხისმგებელი

ჯაფარიძის თქმით, იუსტიციის მინისტრი არ აღიარებს შეცდომებს, რაც არის სისტემაში, რომელსაც თვითონ წარმოადგენს.