LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი: მკურნალობა შურისძიებაა?… თუ ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო, სააკაშვილი საავადმყოფოში იზოლირებული იქნება

„ყველა პატიმარი კანონის წინაშე თანასწორია და მიდგომა ყველას მიმართ აბსოლუტურად თანასწორი იქნება“.

ადვოკატი: სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება მალე დადგება, თუმცა ხელისუფლებას სურს მისი გლდანის ციხეში გადაყვანა, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს

„გლდანის ციხეში არის ათასობით პატიმარი და ხელისუფლებას სურს მოაწყოს რაღაც „შუმოვკები“ და პროვოკაციული სცენები. ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულს, ჩვენ ვითხოვთ იმ პრაქტიკას, რაც პენიტენციურ სამსახურს აქამდე ჰქონდა,“- განაცხადა სააკაშვილის უფლებადამცველმა.

იუსტიციის მინისტრი: საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია პენიტენციურ სისტემაშივე იგეგმება

მინისტრის თქმით, სამკურნალო დაწესებულება სრულად არის გამართული, რათა მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს.

მულტიფუნქციური ჯგუფი უკვე შედგა, ექიმების ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე: რატი ბრეგაძე

„შევჯერდით, რომ უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ერთმანეთს საჭიროებისამებრ, რეგულარულად გავუზიარებთ ინფორმაციას, ასევე სახალხო დამცველს ეთხოვა, რომ განახორციელოს უფლებრივი მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იუსტიციის მინისტრი: ცრუ ინფორმაციაა, თითქოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე – თუკი ამის საჭიროება დადგება, აბსოლუტურად ყველა ღონისძიება გატარდება

„ჩვენ გუშინაც ვნახეთ, რომ იყო ცრუ ინფორმაციის გავრცელება, თითქოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, აპელირებდნენ, ასევე, სიკვდილზე, რომ თითქოს ვინმე დაინტერესებულია მისი სიკვდილით.“