„ეს დაძაბული სიტუაცია ისე მოქმედებს, თითქოს ჩემს ოჯახში ხდებოდეს. ქვეყანა ხომ ოჯახივითაა. ღმერთმა ქნას და მშვიდობა იყოს, ეს აგრესია როგორმე უნდა დავძლიოთ!“
მომღერალი მაკა ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სოლო კონცერტი, რომელიც ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში უნდა გამართულიყო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება კონცერტის გადადების შესახებ.